ინგრედიენტები
- შოკოლადი / 180 / გრ
- კარაქი / 100 / გრ
- შაქარი / 100 / გრ
- კვერცხი / 2 / ცალი
- ვანილი / 1 შეფუთვა /
- კაკაო / 2 / სუფრის კოვზი
- ფქვილი / 200 / გრ
- გამაფქვიერებელი / 1/2 / ჩაის კოვზი
ვიდეო
მომზადების წესი
- კარაქი და შოკოლადი დავადნოთ ორთქლის აბაზანოზე.
- ცალკე ავთქვიფოთ კვერცხი და შაქარი.
- ათქვეფილი კვერცხი და გამდნარი შოკოლადი ავურიოთ ერთმანეთში.
- დავამატოთ ვანილი, გამაფქვიერებელი და ფქვილი.
- ისევ ავურიოთ.
- მიღებული შოკოლადის ცომი ჩავდოთ მაცივარში 1 საათით.
- 1 საათის შემდეგ ცომისგან გავაკეთოთ 3-4 სმ. დიამეტრის ბურთულები.
- შოკოლადის ბურთულები ამოვავლოთ შაქრის პუდრაში და დავალაგოთ გამოსაცხობ ფირფიტაზე.
- გამოვაცხოთ გაზქურაში 160°C 10-15 წუთი
ავტორი:
aks75
ნანახია: 6731-ჯერ
Loading...