ინგრედიენტები
- ხორცის ფარში / 600 / გრ
- კვერცხი / 2 / ცალი
- სტაფილო / 100 / გრ
- ხახვი / 100 / გრ
- კონსერვირებული პომიდორი / 1 / ლ
- ოხრახუში / 20 / გრ
- კამა / 10 / გრ
- ქინძი / 20 / გრ
- მარილი / გემოვნებით /
- შავი პილპილი / გემოვნებით /
- ბრინჯი / 80 / გრ
ნაბიჯი №2
- წვრილად დაჭრილი ხახვი შევბრაწოთ ზეთში 2 წუთის განმავლობაში. დავამატოთ გახეხილი სტაფილო და ვბრაწოთ კიდევ 3 წუთი. გადმოვდგათ ცეცხლიდან და გავაციოთ.
- ბრინჯი ჩავყაროთ ქვაბში, დავასხათ 200 მლ. ცივი წყალი, დავდგათ ცეცხლზე და მივიყვანოთ ადუღებამდე. ბრინჯი ვხარშოთ ნახევრად მზადყოფნამდე დაახლოებით 5-7 წუთის განმავლობაში.
- ხორცის ფარში მოვათავსოთ ჯამში. მოვაყაროთ მარილი და შავი პილპილი. დავამატოთ შებრაწული ხახვი და სტაფილო, კვერცხი და ნახევრად მოხარშული ბრინჯი. ყველა ინგრედიენტი კარგადნ ავურიოთ.
- მოღებული ფარშისგან გავაკეთოთ ბურთულები.
- მიღებული გუფთები შევწვათ ზეთში ორივე მხრიდან 3 წუთის განმავლობაში.
- შემწვარი გუფთები ჩავალაგოთ ქვაბში. დავასხათ 1 ლ. კონსერვირებული ტომატი დავასხათ 200 მლ. წყალი. დავახუროთ თავსახური და ვშუშოთ დაბალ ცეცხლზე 30 წუთის განმავლობაში.
ნაბიჯი №3
ავტორი:
aks75
ნანახია: 44741-ჯერ
Loading...