მაღლა


ალუბლის პეროგი

ალუბლის პეროგი

ინგრედიენტები

  1. კვერცხი / 4 / ცალი
  2. შაქარი / 400 / გრ
  3. სპრედი ნაგემი (82,5%) / 200 / გრ
  4. სოდა ძმრით / 1 / ჩაის კოვზი
  5. მაწონი / 100 / გრ
  6. ვანილი / 1 / პაკეტი
  7. ფქვილი / 300 / გრ
  8. ალუბალი, კურკა გამოცლილი (არაყში შენახული ან გაყინული) / 500 / გრ

მომზადების წესი

4 კვერცხის გულით და 200 გრ. შაქრით გავაკეთოთ გოგლი-მოგლი დავუმატოთ ვანილი, მაწონში ავურიოთ სოდა და ძმარი და ჩავასხათ გოგლი-მოგლში, სპრედი ნაგემი ოდნავ გავადნოთ ესეც დავუმატოთ გოგლიმოგლს, ყველაფერი კარგად ავთქვიფოთ შეურიოთ ფქვილი მიღებული მასა გადავიტანოთ ცხიმ წასმულ და ფქვილ მოყრილ ყალიბში. ზემოდან მოვაყაროთ კურკა გამოცლილი ალუბალი. ცალკე მოვამზადოთ ბეზე: 4 კვერცხის ცილა და 200 გრ. შაქარი ავთქვიფოთ, დავუმატოთ გახეხილი ლიმონის კანი. ალუბალ მოყრილ ცომს დავასხათ და მომზადებული ბეზე და კოვზით მივცეთ ტალღოვანი ფორმა. შევდგათ ღუმელში 170 გრადუს- ზე და ვაცხოთ დაახლოებით 1 საათი.



ქეთინო სეხნიაშვილი


ნაბიჯი №1

ნაბიჯი №2

ნაბიჯი №3

ნაბიჯი №4

ნაბიჯი №5

ავტორი: nagemi
ნანახია: 15981-ჯერ


Loading...

Loading...