მაღლა


ბანანის ტორტი

ბანანის ტორტი

ინგრედიენტები

  1. მუქი ბისკვიტისთვის: / /
  2. კეფირი / 250 / გრ
  3. კაკაო / 2 / სუფრის კოვზი
  4. კვერცხი / 1 / ცალი
  5. სოდა / 1 / ჩაის კოვზი
  6. ფქვილი / 250 / გრ
  7. შაქარი / 250 / გრ
  8. ღია ფერის ბისკვიტისთვის: / /
  9. კეფირი / 250 / გრ
  10. კვერცხი / 1 / ცალი
  11. სოდა / 1 / ჩაის კოვზი
  12. ფქვილი / 250 / გრ
  13. შაქარი / 250 / გრ
  14. გულსართისთვის: / /
  15. ბანანის იოგურტი / 600 / გრ
  16. ბანანი / 3-4 / ცალი
  17. მოსართავისთვის: / /
  18. ბანანი / 4 / ცალი
  19. ბანანის იოგურტი / 200 / გრ
  20. გამდნარი შოკოლადი / 100 / გრ
  21. ნაგემის კარაქი ან სპრედი / 30 / გრ
  22. ნიგოზი, თხილი, M&M’s ნებისმიერი რამ რაც გაგიხარდებათ / /

მომზადების წესი

გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე დაიწყეთ ღია ფერის ბისკვიტით: ერთ ჯამში ათქვიფეთ კვერცხი, კეფირი, შაქარი, ფქვილი და სოდა. ჩაასხით ცომი ფორმაში, რომელშიც წინასწარ ცხიმწასმულ პერგამენტის ქაღალდს ჩააფენთ. მუქი ფერის ბისკვიტიც იგივე რეცეპტით გააკეთეთ, ოღონდ დაუმატეთ კაკაო. გამოაცხვეთ ბისკვიტები ცალ-ცალკე, 40-50 წუთი, შემდეგ გააცივეთ. გაჭერით ბისკვიტები შუაზე, აიღეთ ორივედან თითო ნაწილი, დაჭერით პატარა ნაჭრებად. დაჭერით ბანანები არც ისე პატარა ნაჭრებად და შეურიეთ ტორტის ნაჭრებს, დაასხით იოგურტი და ამოურიეთ. ბისკვიტებს შორის და ზემოდან დაადეთ მიღებული მასა. ბოლოს მოასხით იოგურტი და შედგით მაცივარში რამდენიმე საათით. ახლა გაადნეთ ორთქლზე შოკოლადი ნაგემის კარაქთან ერთად. დაჭერით ბანანი სიგრძეზე 2-3 ნაწილად, მოასხით შოკოლადის მინანქარი და დაალაგეთ ტორტზე. ზემოდან მოასხით დარჩენილი მინანქარი და მოაყარეთ თხილი, ნიგოზი, M&M’s. აცადეთ ცოტა ხანს რომ გაუჯდეს ერთმანეთს ყველაფერი და შემდეგ გემრიელად მიირთვით.


ბარბარე ლომთაძე


ნაბიჯი №1

ნაბიჯი №2

ავტორი: nagemi
ნანახია: 7989-ჯერ


Loading...

Loading...