მაღლა


ვაშლის ნამცხვარი

ვაშლის ნამცხვარი

ინგრედიენტები

  1. თეთრი ფქვილი / 200 / გრ
  2. კარაქი ნაგემი / 100 / გრ
  3. ცივი წყალი / 1 / სუფრის კოვზი
  4. კვერცხის გული / 1 / ცალი
  5. ვაშლი (მომჟავო) / 3-4 / ცალი
  6. ლიმონის წვენი / 2 / სუფრის კოვზი
  7. შაქარი / 100 / გრ
  8. კვერცხი / 3 / ცალი
  9. ნაღები ან არაჟანი / 130 / გრ
  10. ვანილი და დარიჩინი / /
  11. წვრილად დაჭრილი ნიგოზი / 1 მუჭა /

მომზადების წესი

ფქვილი + კარაქი ნაგემი + წყალი + 1 კვერცხის გულისაგან ვაკეთებთ ცომს და ცელოფანში შეხვეულს ვინახავთ მაცივარში 2 საათით. ცომს ვაბრტყელებთ საცხობ ფორმაზე ისე, რომ გვერდები 1 სანტიმეტრის სიმაღლეზე ფორმის კედელზე ამოვიდეს. ჩავრთოთ ღუმელი 200 გრადუსზე გავფცქვნათ ვაშლები, გავჭრათ შუა-შუა და გული ამოვასუფთავოთ, დავჭრათ თხელ შრეებად და ლამაზად დავალაგოთ ცომზე, ფუნჯით გადავუსვათ ლიმონის წვენი და შევდგათ ღუმელში 30 წუთით. ავთქვიფოთ 3 კვერცხი და შაქარი + ნაღები, ისე რომ შაქარი კარგად გაიხსნას. გამოვიღოთ მოშუშებული ნამცხვარი და მოვასხათ მომზადებული მასა და შევაბრუნოთ ღუმელში კიდევ 20 წუთით. გამომცხვარი გავაგრილოთ, ამოვიღოთ ფორმიდან და დავჭრათ. გემრიელად მიირთვით! პ.ს. მეორე დღეს უფრო გემრიელია, როცა კარგად გაუჯდება არომატი.


ნინო გრძელიშვილი


ნაბიჯი №1

ნაბიჯი №2

ნაბიჯი №3

ნაბიჯი №4

ნაბიჯი №5

ნაბიჯი №6

ავტორი: nagemi
ნანახია: 4711-ჯერ


Loading...

Loading...