ინგრედიენტები
- 5 კგ. სამწნილე მწიწაკა
- 1ლ. წყალზე 1 ს. კ. მარილი
- 10 -12 ცალი თუთის ფოთოლი
- სიმინდის ფუჩეჩი
მომზადების პროცესი
ახალი დაკრეფილი წიწაკა გავაჩეროთ 4-5 დღე, ცოტა რომ მოჭკნება დანით ცოტა დავსეროთ წიწაკის წვერები.
ქილაში ჩავაწყოთ მწიწაკა და ფენა - ფენა ჩაუყოლოთ თუთის ფოთლები.
დავასხათ წყალი წიწაკიან ქილას, გადმოვასხათ თასში და 1 ლიტრა წყალს 1 ს.კ. მარილი გაუკეთოთ (შესაბამისათ რამდენი ლიტრა წყალიც გამოვა იმდენი სუფრის კოვზი მარილი დაჭირდება)
დავალაგოთ ზემოდან სიმინდის ფუჩეჩი.
დავასხათ მარილიანი წყალი. დავახუროთ თავსახური.
გემრიელად მიირთვით!
ავტორი:
likuna
ნანახია: 65107-ჯერ
Loading...