ინგრედიენტები
- 5 კგ. ჭარხლის ტოტები
- 2 თავი ნიორი
- 4-5 ძირი კამა
- 2-3 ძირი ნიახური
- მარილი 4 ლიტრიან ქილაზე 5 ს.კ.
მომზადების პროცესი
ჭარხლის ტოტები გავრეცხოთ და მოვაცილოთ ფოთლები.
ადუღებულ წყალში ჩავყაროთ ჭარხლის ტოტები და 2-3 წუთი წამოვხარშოთ, ხელით შევამოწმთ რომ ძალიან არ გადაგვეხარშოს.
გადმოვწუროთ საწურზე და გავაციოთ.
4 ლიტრიან ქილაში დაბლა ჩავდოთ ნიორი, კამა და ნიახური.
ზემოდან ჩავაწყოთ ჭარხლის ტოტები.
ზემოდან დავაყაროთ 5 ს.კ მარილი დავასხათ წყალი იმდენი რომ შეივსოს ქილა.
დაახლოებით 1 კვირაში მზად იქნება.
გემრიელად მიირთვით!
ავტორი:
likuna
ნანახია: 10674-ჯერ
Loading...