ინგრედიენტები
- 500 გრ. ჟოლო
- 500 გრ. შაქარი
- ერთი 3 ლ. ქილა
- 1 თუნუქის ხუფი
მომზადების პროცესი
ჟოლო და ქილა გავრეცხოთ.
ჟოლო ჩავყაროთ ქილაში.
დავაყაროთ შაქარი.
დავასხათ ცივი წყალი დავახუროთ ხუფი და ჩავდგათ ქვაბში გასასტერილებლად ( ქვაბში წყალი იმდენი უნდა ესხას რომ ადუღებისას გარეთ არ იღვრებოდეს).
ვადუღოთ 5 წუთამდე.
ამოვიღოთ ქილა ქვაბიდან ისე რომ ხუფი არ მოსძვრეს და მოვხუფოთ სახუფით.
მოხუფული ქილა ცოტახანს დავდაღმა დავაწყოთ რომ შაქარი გადნეს კარგად. შევინახოთ გრილ ადგილას ზამთრისთვის.
გემრიელად მიირთვით!
ავტორი:
likuna
ნანახია: 17381-ჯერ
Loading...