მაღლა


ინგრედიენტები

  1. წითელი ბულგარული წიწაკა / 5 / კგ
  2. წითელი მწარე წიწაკა / 1 / კგ
  3. ნიორი / 5-6 / თავი
  4. ოხრახუში / 7-8 / კონა
  5. ნიახური / 7-8 / კონა
  6. ქინძი / 7-8 / კონა
  7. უცხო სუნელი / 1 / სუფრის კოვზი
  8. ხმელი ქინძი / 1 / სუფრის კოვზი
  9. მარილი / 100 / გრ


ნაბიჯი №1
ბულგარული გავრეცხოთ.

ნაბიჯი №2
გავჭრათ და ამოვაცალოთ თესლი.

ნაბიჯი №3
გავრეცხოთ წითელი ცხარე წიწაკა.

ნაბიჯი №4
მოვაჭრათ ძირები.

ნაბიჯი №5
გავარჩიოთ ნიორი, გავრეცხოთ მწვანილი, და მოვამზადოთ დანარჩენი ინგრიდიენტი.

ნაბიჯი №6
ხორცსაკეპ მანქანაში გავატაროთ ნიორი.

ნაბიჯი №7
შემდეგ გავატაროთ მწვანილი.

ნაბიჯი №8
შემდეგ გავატაროთ ბულგარული და მწარე წიწაკა.

ნაბიჯი №9
გატარებული წიწაკა ჩავასხათ ჯამში (უმჯობესია ემალირებულ ჭურჭელში)

ნაბიჯი №10
დაუმატოთ გატარებული ნიორი, მწვანილი, მარილი, და ხმელი სუნელი.

ნაბიჯი №11
აურიოთ. დავტოვოთ ჭურჭელში თავმოხდილი და ყოველდღე ურიოთ, სანამ არ დადუღდება.

ნაბიჯი №12
დუღილს, რომ დაასრულებს დავაყაროთ 10 დანაყილი ტაბლეტი ასპირინი.

ნაბიჯი №13
გავწუროთ და ჩავდოთ მინის ქილებში

ნაბიჯი №14

გემრიელად მიირთვით!

რეცეპტის ვიდეო ვერსია იხილეთ ამ ბმულზე!


ავტორი: iana
ნანახია: 70884-ჯერ


Loading...

Loading...