მაღლა


ინგრედიენტები

  1. გარგარი / 3 / კგ
  2. შაქარი / 3 / კგ
  3. წყალი / 500 / მლ
  4. ვანილი / 1 / შეფუთვა


ნაბიჯი №1
საჭირო მასალა

ნაბიჯი №2

ჯამში ჩავასხათ წყალი და ჩავყაროთ შაქარი. დავდგათ ცეცხლზე და ავადუღოთ. თან ვურიოთ.


ნაბიჯი №3

რომ ადუღდება ჩავყაროთ გარეცხილი და კურკაგამოცლილი გარგარი. მივიყვანოთ ადუღებამდე და ვადუღოთ 3 წუთი. გადმოვდგათ ცეცხლიდან და გავაჩეროთ სიროფში სანამ გაცივდება. შემდეგ ისევ დავდგათ ცეცხლზე, მივიყვანოთ ადუღებამდე და ვადუღოთ 3 წუთი. პროცედურა გავიმეოროთ 3 ჯერ. ბოლოს დავამატოთ ვანილი.


ნაბიჯი №4
ცხელი მურაბა ჩავასხათ სტერილურ ქილებში. და მოვუკრათ თავი.

ნაბიჯი №5
გემრიელი გარგარის მურაბა მზადაა! გემრიელად მიირთვით.

ავტორი: likuna
ნანახია: 1365-ჯერ


Loading...

Loading...