მაღლა


ინგრედიენტები

  1. ყაბაყი / 2 / კგ
  2. ხახვი / 5 / თავი
  3. სტაფილო / 4 / ცალი
  4. ბულგარული წითელი / 2 / ცალი
  5. ბულგარული მწვანე / 2 /
  6. ოხრახუში / 30 / გრ
  7. რეჰანი / 20 / გრ
  8. ნიორი / 1 / თავი
  9. ზეთი / 100 / მლ
  10. ნიახური / 20 / გრ
  11. ძმარი / 100 / მლ
  12. ტომატი კონსერვირებული / 200 / მლ
  13. მარილი / გემოვნებით /
  14. შავი პილპილი / გემოვნებით /


ნაბიჯი №1

ყაბაყი დავჭრათ კუბიკებად, მოვაყაროთ მარილი და დავტოვოთ 1 საათით. 1 საათის შემდეგ გავწუროთ. ქვაბში ჩავასხათ ზეთი ჩავყაროთ ყაბაყი და დავდგათ დაბალ ცეცხლზე.


ნაბიჯი №2
ცალკე ტაპაში მოვათავსოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, სტაფილო და ბულგარული დავაფაროთ თავსახური და ვშუშოთ დაბალ ზეზხლზე.

ნაბიჯი №3
მოშუშული ბოსტნეული ჩავდოთ ქვაბში.

ნაბიჯი №4

ჩავასხათ კონსერვირებული ტომატი. (თუ კონსერვირებული არ გაქვთ შეიძლება პომიდვრით შევანაცვლოთ.)


ნაბიჯი №5
დავამატოთ წვრილად დაჭრილი მწვანილი და ნიორი. ავურიოთ და ვშუშოთ დაბალ ცეცხლზე 10 წუთი.

ნაბიჯი №6
დავაბლენდეროთ.

ნაბიჯი №7
დავამატოთ ძმარი.

ნაბიჯი №8
ავურიოთ და ჩავასხათ ქილებში.

ნაბიჯი №9
ქილები მოვათავსოთ წყალში და ვადუოთ 15 წუთი.

ნაბიჯი №10
დავხუფოთ. ქილები ამოვაბრუნოთ, შევფუთოთ და დავტოვოთ მეორე დღემდე

ნაბიჯი №11
გემრიელი ყაბაყის ხიზილალა ზამთრისთვის მზადაა!

ნაბიჯი №12
გემრიელად მიირთვით!

ავტორი: aks75
ნანახია: 1534-ჯერ


Loading...

Loading...