მაღლა
Aliexpress WW


ინგრედიენტები

  1. კვერცხი / 5 / ცალი
  2. კარაქი / 100 / გრ
  3. არაჟანი / 200 / გრ
  4. შაქარი / 180 / გრ
  5. ფქვილი / 2 ჭიქა /
  6. გამაფქვიერებელი / 10 / გრ
  7. კაკაო / 1 / სუფრის კოვზი


ნაბიჯი №1
საჭირო ინგრიდიენტები

ნაბიჯი №2
კვერცხი და შაქარი ავთქვიფოთ. დავამატოთ დარბილებული კარაქი, არაჟანი, ფქვილი და გამაფქვიერებელი. ავთქვიფოთ მიქსერით. ნამცხვარი ზებრას ცომი მზადაა.

ნაბიჯი №3
მიღებული ცომი გავყოთ 2 ნაწილად 1 ნაწილი გადავასხათ სხვა ჯამში, დავამატოთ კაკაო და მოურიოთ.

ნაბიჯი №4
ცხიმწასმულ ყალიბში, ცენტრში ჩავასხათ 2 სუფრის კოვზი ღია ფერის ცომი, შემდეგ 2 სუფრის კოვზი მუქი ცომი და ასე შემდეგ.

ნაბიჯი №5

ნაბიჯი №6
გამოვაცხოთ გაზქურაში 160°C ნამცხვარი ზებრა მზადაა! გემრიელად მიირთვით!

ავტორი: aks75
ნანახია: 17685-ჯერ


Loading...

Loading...