მაღლა


ინგრედიენტები

  1. ინგრედიენტი ცომისთვის: / /
  2. შაქარი / 100 / გრ
  3. კარაქი / 150 / გრ
  4. კვერცხის გული / 1 / ცალი
  5. კაკაო / 2 / სუფრის კოვზი
  6. გამაფქვიერებელი / 1 / პაჩკა
  7. ფქვილი / 150 / გრ
  8. მასალა ბეზესთვის: / /
  9. კვერცხის ცილა / 6 / ცალი
  10. შაქარი / 4 / სუფრის კოვზი
  11. ლიმონმჟავა / მწიკვი /
  12. მასალა კრემისთვის: რძე / 200 / მლ
  13. კვერცხის გული / 5 / ცალი
  14. ფქვილი / 2 / სუფრის კოვზი
  15. შაქარი / 4 / სუფრის კოვზი
  16. კარაქი / 200 / გრ
  17. ქოქოსის ფანტელი / 200 / გრ
  18. მასალა მინანქარისთვის / /
  19. შოკოლადი / 150 / გრ
  20. კარაქი / 50 / გრ


ნაბიჯი №1
საჭირო ინგრედიენტები.

ნაბიჯი №2
ჯამში ჩავყაროთ 100 გრ შაქარი და ჩავდოთ 150 გრ კარაქი.

ნაბიჯი №3
ათქვიფოთ მიქსერით, დავამატოთ კვერცხის გული,

ნაბიჯი №4
2 ს.კ კაკაო გაცრილი ერთად გამაფქვიერებელი და ფქვილი. მოვზილოთ ცომი.

ნაბიჯი №5
მიღებული ცომი გავყოთ 2 ნაწილად.

ნაბიჯი №6
1 ნაწილი (რომელიც არის უფრო დიდი) ჩავდოთ ფორმაში და გავაბრთყელოთ. ცომის მეორე ნაწილი (პატარა) ჩავდოთ საყინულეში)

ნაბიჯი №7

მოვამზადოთ ბეზე: 6 კვერცხის ცილა ავთქვიფოთ მიქსერით. ნელ-ნელა დავამატოთ 4 სუფრის კოვზი შაქარი და მწიკვი ლიმონმჟავა. ვთვიფოთ 10 წუთის განმავლობაში.


ნაბიჯი №8
მზად რომ იქნება ხის კოვზით ბრთხილად შევურიოთ ქოქოსის ფანტელი.

ნაბიჯი №9
ბეზე და ქოქოსის ფანტელი მოვათავსოთ ზემოდან ფორმაში და გავასწოროთ კოვზით.

ნაბიჯი №10
ზემოდან დავახეხოთ ცომის მეორე ნაწილი (ცომი უნდა იყოს გაყინული) შევდგათ გაზქურაში და ვაცხოთ 180°C 50 წუთის განმავლობაში

ნაბიჯი №11

მოვამზადოთ ტორტის კრემი: 5 კვერცის გული, 4 სუფრის კოვზი შაქარი, 200 მლ. რძე და 2 ს.კ ფქვილი მოვათავსოთ ჯამში. ყველა ინგრედიენტი ავთქვიფოთ მიქსერით 2 წუთის განმავლობაში.


ნაბიჯი №12
დავდგათ ცეცხლზე და მორევით მივიყვანოთ შესქელებამდე. რომ შესქელდება გადმოვდგათ ცეცხლიდან და გავაციოთ.

ნაბიჯი №13

ცალკე ჯამში ავთქვიფოთ 200 გრ. კარაქი და ნელ ნელა შევათქვიფოთ გაციებული მოხარშული ტორტის კრემი.


ნაბიჯი №14
50 წუთის შემდეგ ბისკვიტი და ბეზე გამოვიღოთ გაზქურიდან. და გავაციოთ

ნაბიჯი №15
ტორტზე წავუსვათ მომზადებული კრემი.

ნაბიჯი №16

მოვამზადოთ მინანქარი: 100 გრ შოკოლადი მოვათავსოთ ორთქლზე დავამატოთ 50 გრ კარაქი. მივიყვანოთ ადუღებამდე, თან ვურიოთ. მინანქარი ცოტა შევაგრილოთ და მოვასხათ ზემოდან ტორტზე.


ნაბიჯი №17

ზემოდან ტორტი მოვრთოთ ქოქოსის ფანტელებით. ტორტი ბაუნტი მზადაა! გემრიელად მიირთვით.


ავტორი: likuna
ნანახია: 10360-ჯერ


Loading...

Loading...