მაღლა
Aliexpress WW


ინგრედიენტები

  1. ინგრედიენტი კორჟებისთვის: / /
  2. კვერცხის გული / 6 / ცალი
  3. შაქარი / 100 / გრ
  4. კარაქი / 100 / გრ
  5. ფქვილი / 150 / გრ
  6. ვანილი / 5 / გრ
  7. გამაფქვიერებელი / 1 / ჩაის კოვზი
  8. ინგრედიენტი სუფლესთვის: / /
  9. ჟელატინი / 20 / გრ
  10. წყალი / 100 / მლ
  11. შაქარი / 125 (ჟელესთვის) / გრ
  12. შესქელებული რძე / 200 / გრ
  13. კარაქი / 150 / გრ
  14. შაქარი / 125 (კრემისთვის / გრ
  15. ლიმონმჟავა / დანის წვერზე /
  16. ინგრედიენტი მინანქრისთვის: / /
  17. შოკოლადი / 1 პლიტკა (90) / გრ
  18. კარაქი / 50 / გრ


ნაბიჯი №1
საჭირო ინგრედიენტები.

ნაბიჯი №2
მოვამზადოთ კორჟები: ჯამში ავთქვიფოთ კარაქი, შევათქვიფოთ შაქარი,

ნაბიჯი №3
შევათქვიფოთ სათითაოდ კვერცხის გული.

ნაბიჯი №4
დავამატოთ ვანილი.

ნაბიჯი №5

დავუმატოთ გაცრილი ფქვილი და გამაფქვიერებელი.


ნაბიჯი №6
მოვზილოთ ცომი.

ნაბიჯი №7

ნაბიჯი №8
მოღებული ცომი გავყოთ 2 ნაწილად და თითოეული ნაწილი გავაბრთყელოთ გამოსაცხობი ფორმის დიამეტრის ზომაზე. (დიამეტრი 24 სმ) კორჟები გამოვაცხოთ გაზქურაში 180°C 5-7 წუთის განმავლობაში.

ნაბიჯი №9

მოვამზადოთ ჟელე: ჯელატინი ჩავყაროთ ჯამში, დავასხათ წყალი და დავტოვოთ 20 წუთის განმავლობაში.


ნაბიჯი №10
მოვამზადოთ კრემი: მიქსერით ავთქვიფოთ 150 გრ კარაქი და შევათქვიფოთ 200 გრ შესქელებული რძე.

ნაბიჯი №11

20 წუთის შემდეგ გაფუებული ჟელატინი მოვათავსოთ ჯამში, დავამატოთ 125 გრ შაქარი, დავდგათ ცეცხლზე და მივიყვანოთ 60°C მზა ჟელე გადმოვდგათ ცეცხლიდან და შევაგრილოთ.


ნაბიჯი №12
6 კვერცხის ცილა ავთქვიფოთ მიქსერით. ნელ-ნელა შევათქვიფოთ 125 გრ შაქარი და ვანილი.

ნაბიჯი №13

ნელ-ნელა, პატარა პორციებად დავამატოთ კარაქის კრემი.


ნაბიჯი №14
და შეგრილებული ჟელატინი.

ნაბიჯი №15
1 გამომცხვარი კორჟი მოვათავსოთ ფორმაში (24სმ) ზემოდან დავასხათ მომზადებული ჩიტის რძე სუფლეს ნახევარი. შემდეგ ზემოდან დავდოთ მეორე კორჟი და დავასხათ დარჩენილი სუფლე. ნამცხვარი შევდგათ მაცივარში 30 წუთით

ნაბიჯი №16

მოვამზადოთ შოკოლადის მინანქარი: ორთქლზე გავადნოთ შოკოლადი და დავამატოთ კარაქი. კარგად მოვურიოთ და გადმოვდგათ. ცოთა შევაგრილოთ.


ნაბიჯი №17
შოკოლადის მინანქარი მოვასხათ ნამცხვარზე ზემოდან და გავასწოროთ დანით.

ნაბიჯი №18
ნამცხვარი ჩიტის რძე მზად არის.

ნაბიჯი №19
გემრიელად მიირთვით.

ავტორი: likuna
ნანახია: 26926-ჯერ


Loading...

Loading...