მაღლა
Aliexpress WW


ინგრედიენტები

  1. სალათის ფოთლები / 500 / გრ
  2. ყველი (პარმეზანი) / 100 / გრ
  3. კვერცხი / 2 / ცალი
  4. ზეითუნის ზეთი / 100 / მლ
  5. ქათმის ფილე / 150 / გრ
  6. ნიორი / 1 / კბილი
  7. მდოგვი / 1 / ჩაის კოვზი
  8. ვორჩესტერის სოუსი / 1 / სუფრის კოვზი
  9. ლიმონი / ნახევარი / ცალი
  10. პური / 5 (ნაჭერი) / ცალი


ნაბიჯი №1
საჭირო ინგრიდიენტები

ნაბიჯი №2
მოვამზადოთ სალათა ცეზარის სოუსი: კვერცხი ჩავდოთ მდუღარე წყალში 1 წუთით. შემდეგ ჩავდოთ ცივ წყალში რათა გავაჩეროთ თერმული დამუშავების პროცესი.

ნაბიჯი №3
კვერცხი ჩავახალოთ ჯამში და ავთქიფოთ.

ნაბიჯი №4
დავასხათ ზეითუნის ზეთი.

ნაბიჯი №5
დავამატოთ გაჭყლეტილი ნიორი,

ნაბიჯი №6

მდოგვი, გახეხილი ყველი (დაახლოებით 30 გრამი)


ნაბიჯი №7

ნახევარი ლიმნის წვწნი და ვორჩესტერის სოუსი.


ნაბიჯი №8
ყველა ინგრიდიენტი ავთქიფოთ ბლენდერით ან ხელით.

ნაბიჯი №9
პურს მოვაჭრათ ქერქი.

ნაბიჯი №10
დავჭრათ კუბიკებად.

ნაბიჯი №11
გამოსაცხობ ფირფიტაზე მოვათავსოთ პერგამენტის ქაღალდი. ზემოდან დავალაგოთ დაჭრილი პური და მოვასხათ ზეითუნის ზეთი.

ნაბიჯი №12

შევდგათ გაზქურაში და ვბრაწოთ 160 °C. როცა ერთი მხარე შეიწვება, გადავაბრუნოთ.


ნაბიჯი №13

მოხარშული ქათმის ფილე დავკუწოთ.


ნაბიჯი №14
ავაწყოთ სალათა ცეზარი: სალათის ფოთლები დავხიოთ და მოვათავსოთ სასალათეში.

ნაბიჯი №15
დავამატოთ ქათმის ფილე,

ნაბიჯი №16
შემწვარი პური,

ნაბიჯი №17
გახეხილი ყვალი.

ნაბიჯი №18
და მოვასხათ სალათა ცეზარის სოუსი.

ნაბიჯი №19

შეურიეთ ყველა ინგრიდიენტი ხის კოვზით. სალათა ცეზარი მზადაა!


ავტორი: aks75
ნანახია: 42513-ჯერ


Loading...

Loading...