მაღლა
Aliexpress WW


ინგრედიენტები

  1. ყვავილოვანი კომბოსტო / 300 / გრ
  2. ბოლოკი / 100 / გრ
  3. სტაფილო / 4 / ცალი
  4. ბულგარული წიწაკა (წითელი) / 2 / ცალი
  5. ქინძი / 20 / გრ
  6. კომბოსტოს წნილი / 50 / გრ
  7. ხახვი / 2 / თავი
  8. ზეთი (არარაფინირებული) / გემოვნებით /
  9. მარილი / გემოვნებით /


ნაბიჯი №1

ბოლოკი გავხეხოთ, მოვაყეროთ მარილი და დავტოვოთ 10-15 წუთი


ნაბიჯი №2
შემდეგ გავწუროთ.

ნაბიჯი №3
ჯამში მოვათავსოთ გაწურული ბოლოკი და გახეხილი სტაფილო

ნაბიჯი №4
დავამატოთ სიგრძეზე დაჭრილი ბულგარული წიწაკა და დაჭრილი ხახვი.

ნაბიჯი №5
ყვავილოვანი კომბოსტო დავყოთ ყვავილებად. ჩავდოთ მდუღარე წყალში 2 წუთით და გავაციოთ.

ნაბიჯი №6

ჯამში დავამატოთ დაჭრილი ყვავილოვანი კომბოსტო და კომბოსტოს წნილი.


ნაბიჯი №7

დავამატოთ დაჭრილი ქინძი. მოვასხათ ზეთი, მოვაყაროთ მარილი და შავი პილპილი.


ნაბიჯი №8
კარგად მოვურიოთ და მოვათავსოთ სასალათეში. გემრიელი სამარხვო სალათა მზადაა! გემრიელად მიირთვით.

ავტორი: likuna
ნანახია: 11227-ჯერ


Loading...

Loading...