მაღლა


ინგრედიენტები

  1. მაკარონი / 400 / გრ
  2. ქამა სოკო / 400 / გრ
  3. ქათმის ფილე / 500 / გრ
  4. ქინძი / 10 / გრ
  5. ხახვი / 2 / თავი
  6. სულგუნი / 200 / გრ
  7. მარილი / გემოვნებით /
  8. შავი პილპილი / გემოვნებით /


ნაბიჯი №1
საჭირო ინგრედიენტები

ნაბიჯი №2

სოკო დავჭრათ და მოვშუშოთ ზეთში დაბალ ცეცხლზე სითხის ამოშრობამდე.


ნაბიჯი №3

დავუმატოთ დაჭრილი ხახვი და ვშუშოთ 5 წუთის განმავლობაში.


ნაბიჯი №4
მზა სოკო მოვათავსოთ ჯამში და გავაციოთ.

ნაბიჯი №5
ქათმის ფილე მოვხარშოთ მზადყოფნამდე და დავჭრათ.

ნაბიჯი №6

მაკარონი მოვხარშოთ მარილწყალში. მზა მაკარონი გავაციოთ.


ნაბიჯი №7

სასალათეში ჩავყაროთ მაკარონი, დავუმატოთ ქამა სოკო,


ნაბიჯი №8
ქათმის ფილე,

ნაბიჯი №9
გახეხილი ყველი,

ნაბიჯი №10
და წვრილად დაჭრილი მწვანილი. მოვაყაროთ მარილი და პილპილი გემოვნებით.

ნაბიჯი №11
ყველა ინგრედიენტი ავურიოთ ერთმანეთში.

ნაბიჯი №12
ქამა სოკოს და ქათმის სალათი მზადაა!

ავტორი: aks75
ნანახია: 10076-ჯერ


Loading...

Loading...