მაღლა
Aliexpress WW


ინგრედიენტები

  1. ქამა სოკო / 500 / გრ
  2. ქათმის ფილე / 250 / გრ
  3. სალათის ფოთლები / 400 / გრ
  4. სტაფილო / 2 / ცალი
  5. ხახვი / 2 / თავი
  6. ნიორი / 3-4 / კბილი
  7. ოხრახუში / 10 / გრ
  8. ქინძი / 20 / გრ
  9. მწვანე ხახვი / 20 / გრ
  10. მარილი / გემოვნებით /
  11. შავი პილპილი / გემოვნებით /
  12. ვაშის ძმარი / გემოვნებით /


ნაბიჯი №1
საჭირო ინგრედიენტები.

ნაბიჯი №2
ხახვი დავჭრათ და შევწვათ ზეთში დაბალ ცეცხლზე.

ნაბიჯი №3

ფერს, რომ შეიცვლის დავუმატოთ წვრილად დაჭრილი სტაფილო და ნიორი. დავაფაროთ თავსახური და ვშუშოთ დაბალ ცეცხლზე დაახლოებით 10 წუთი.


ნაბიჯი №4
ქამა სოკო დავჭრათ და შევწვათ ზეთში სითხის ამოშრობამდე.

ნაბიჯი №5
მზა სოკო ჩავყაროთ ტაფაში სადაც მზადდება სტაფილო და ხახვი. დავაფაროთ თავსახური და ვშუშოთ კიდევ 2 წუთი.

ნაბიჯი №6
მზა სოკო მოვათავსოთ ჯამში და გავაციოთ.

ნაბიჯი №7
სალათის ფოთლები დავხიოთ და მოვათავსოთ სასალათეში.

ნაბიჯი №8

ნაბიჯი №9
დავუმატოთ მოხარშული და წვრილად დაჭრილი ქათმის ფილე, შემწვარი სოკო და სტაფილო, წვრილად დაჭრილი მწვანილი და მწვანე ხახვი. ბოლოს მოვასხათ ვაშლის ძმარი, მოვაყაროთ მარილი და შავი პილპილი გემოვნებით.

ნაბიჯი №10
გემრიელი სალათი მზადაა!

ავტორი: aks75
ნანახია: 9713-ჯერ


Loading...

Loading...