მაღლა


ინგრედიენტები

  1. ქათმის ფილე / 300 / გრ
  2. ბოლოკი / 400 / გრ
  3. მწვანე ხახვი / 30 / გრ
  4. კამა / 10 / გრ
  5. ოხრახუში / 10 / გრ
  6. კვერცხი / 2 / ცალი
  7. მარილი / გემოვნებით. /
  8. შავი პილპილი / გემოვნებით. /
  9. მაიონეზი / 100 / გრ


ნაბიჯი №1
კვერცხი მოვხარშოთ.

ნაბიჯი №2
ბოლოკი გავხეხოთ მსხვილ სახეხზე, მოვაყაროთ მარილი, გავაჩეროთ 5 წუთი და გავწუროთ.

ნაბიჯი №3
ქათმის ფილე მოვხარშოთ.

ნაბიჯი №4
სასალათეში მოვათავსოთ გაწურული ბოლოკი, დავუმატოთ წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი ოხრახუში და კამა. მოვაყაროთ მარილი და შავი პილპილი.

ნაბიჯი №5
მოვასხათ მაიონეზი.

ნაბიჯი №6
დავუმატოთ დაჭრილი ქათმის ფილე.

ნაბიჯი №7

დავუმატოთ დაჭრილი, მოხარშული კვერცხი და ავურიოთ


ნაბიჯი №8
გემრიელი ქათმის სალათა მზადაა!

ნაბიჯი №9
გემრიელად მიირთვით!

ავტორი: magdalina
ნანახია: 10271-ჯერ


Loading...

Loading...