მაღლა


ინგრედიენტები

  1. ბროკოლი / 400 / გრ
  2. ყვავილოვანი კომბოსტო / 400 / გრ
  3. პომიდორი / 5-6 / ცალი
  4. ნიორი / 3-4 / კბილი
  5. მწვანე ხახვი / 30 / გრ
  6. კამა / 10 / გრ
  7. ქინძი / 10 / გრ
  8. ოხრახუში / 10 / გრ
  9. ზეითუნის ზეთი / 100 / მლ
  10. ლიმონი / 1 / ცალი
  11. სოიოს სოუსი / 2 / ჩაის კოვზი
  12. სელის მარცვალი / 1 / სუფრის კოვზი
  13. მარილი პილპილი / გემოვნებით /


ნაბიჯი №1
საჭირო მასალა.

ნაბიჯი №2
  • ბროკოლი და ყვავოლოვანი კომბოსტო დავყოთ ყვავილებად და მოვათავსოთ მდუღარე მარილწყალში. მივიყვანოთ ადუღებამდე და ვადუღოთ 3 წუთი.
  • მოხარშული ბროკოლი და ყვავილოვანი კომბოსტო დავჭრათ და მოვათავსოთ სასალათეში.
  • დავამატოთ დაჭრილი პომიდორი, წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი და მწვანილები. მოვაყაროთ მარილი, პილპილი და მოვასხათ ბროკოლის სალათის სოუსი.

სოუსის მომზადება:

  • ნიორი ჩავჭყლიტოთ  დავამატოთ ზეითუნის ზეთი, სოიოს სოუსი და სელის მარცვალი.
  • ყველა ინგრედიენტი ავურიოთ.
  • ბროკოლის და ყვავილოვანი კომბოსტოს სალათა მზადაა!

ავტორი: aks75
ნანახია: 3667-ჯერ


Loading...

Loading...