ინგრედიენტები
- 2კგ. ბადრიჯანი
- 4 ც. ბულგარული მწიწაკა (წითელი და მწვანე)
- 2 თავი ხახვი
- 6 ც. პამიდორი
- 200 გრ. ზეთი
- მწვანილები: ქინძი, ოხრახუში
- მარილი და პილპილი გემოვნებით
მომზადების პროცესი
ბადრიჯანი გავთალოთ, დავჭრათ კუბიკებად, მოვაყაროთ მარილი და გავაჩეროთ1 საათი, წვენს რომ გამოუვებს გავწუროთ და შევწვათ ზეთში.
ხახვი და ბულგარული მწიწაკა დავჭრათ ალყა-ალყა.
შევწვათ ზეთიან ტაფაში.
მოხრაკულ ხახვს და ბულგარულს დაუმატოთ უკვე შემწვარი ბადრიჯანი.
ზემოდან მოვასხათ სახეხზე გახეხილი პამიდორი.
ცოტა წამოვადუღოთ.
მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი მწვანილები, მარილი და პილპილი გემოვნებით.
გემრიელად მიირთვით!
ავტორი:
aks75
ნანახია: 14136-ჯერ
Loading...