მაღლა


ინგრედიენტები

  1. ყვავილოვანი კომბოსტო / 800 / გრ
  2. კონსერვირებული პამიდორი / 500 / გრ
  3. ბულგარული წიწაკა / 2 / ცალი
  4. სტაფილო / 2 / ცალი
  5. ხახვი / 2 / თავი
  6. ნიორი / 1-2 / კბილი
  7. ქინძი / 20 / გრ
  8. ოხრახუში / 20 / გრ
  9. მარილი / გემოვნებით /
  10. შავი პილპილი / გემოვნებით /
  11. ზეთი / შესაწველად /


ნაბიჯი №1
საჭირო ინგრედიენტაბი

ნაბიჯი №2

ხახვი დავჭრათ და მოვხრაკოთ ზეთში. ფერს, რომ შეიცვლის დავამატოთ სიგრძეზე დაჭრილი ბულგარული წიწაკა და სტაფილო, დავაფაროთ თავსახური და ვთუშოთ დაბალ ცეცხლზე დაახლოებით 10 წუთი. შემდეგ დავამატოთ ადუღებულ წყალში ბლანშირებული ყვავილოვანი კომბოსტო და ვთუშოთ კიდევ 10 წუთი. შემდეგ მოვასხათ კონსერვირებული პამიდორი, მოვაყაროთ მარილი, პილპილი და წვრილად დაჭრილი ნიორი. დავაფაროთ თავსახური და მოვშუშოთ მზადყოფნამდე. მზად, რომ იქნება გადმოვდგათ ცეცხლიდან და მოვაყაროთ დაჭრილი მწვანილი.


ნაბიჯი №3

უგემრიელესი სამარხვო კერძი მზადაა! გემრიელად მიირთვით.


ავტორი: likuna
ნანახია: 9729-ჯერ


Loading...

Loading...