მაღლა


ინგრედიენტები

  1. სკუმბრია / 1 / კგ
  2. სტაფილო (მოსახარშად) / 1 / ცალი
  3. დაფნის ფოთოლი / 2-3 / ცალი
  4. შავი პილპილი / 5-7 / ცალი
  5. მარილი / 1 / სუფრის კოვზი
  6. შაბი / 1 / გრ
  7. ჭარხლის ფოთლები / 500 / გრ
  8. სტაფილო / 2 / ცალი
  9. ხახვი / 2 / თავი
  10. წყალი / 1,5 / ლ


ნაბიჯი №1
სკუმბრია გავალღოთ და გავასუფთაოთ და დავჭრათ ნაჭრებად.

ნაბიჯი №2
1,5 ლ წყალი ჩავასხათ ჯამში, ჩავყაროთ 1ც 4 ნაწილად დაჭრილი სტაფილო, დაფნის ფოთოლი, შავი პილპილის მარცვლები და მოვაყაროთ მარილი. ჯამი დავდგათ ცეცხლზე და ავადუღოთ.

ნაბიჯი №3
თევზი ჩავყაროთ ადუღებულ წყალში. მივიყვანოთ ადუღებამდე და ვხარშოთ 2-3 წუთი.

ნაბიჯი №4
თევზი ამოვიღოთ წყლიდან და გავაციოთ.

ნაბიჯი №5
ხახვი დავჭრათ და შევწვათ ზეთში.

ნაბიჯი №6
ფერს, რომ შეიცვლის დავამატოთ წვრილად დაჭრილი სტაფილო და ვშუშოთ დაბალ ცეცხლზე 5-7 წუთი.

ნაბიჯი №7
შემდეგ დავამატოთ დაჭრილი ჭარხლის ფოთლები. მოვაყაროთ მარილი და პილპილი გემოვნებით.

ნაბიჯი №8
ვშუშოთ მზადყოფნამდე.

ნაბიჯი №9
მოხარშული სკუმბრია სუფრასთან მოვიტანოთ ჭარხლის ფოთლების გარნირთან ერთად.

ავტორი: likuna
ნანახია: 7148-ჯერ


Loading...

Loading...