მაღლა
Aliexpress WW


ფხლიანი

ფხლიანი
 

ინგრედიენტები

  • 1 კგ. ისპანახი
  • 1 თავი ხახვი 
  • 50 გრ. ზეთი
  • მარილი და პილპილი გემოვნებით
 
მასალა ცომისთვის:
  • 500მლ. წყალი 
  • 125 გრ . მარგარინი
  • 1ს. კ. მარილი
  • 1ს. კ. შაქარი
  • 1 ს.კ. დროჟი
  • ფქვილი რასაც შეიზელს

მომზადების პროცესი

 
გავცრათ ფქვილი საცერში
 

 
დაგვჭირდება ნახევარი მარგარინი

 
ცხელ წყალში ჩავდოთ ნახევარი მარგარინი რომ გადნეს,  დაუმატოთ 1 სუფრის კოვზი მარილი,  ერთი სუფრის კოვზი შაქარი, 1 სუფრის კოვზი დროჟი, ფქვილი იმდენი რომ გამოვიდეს რბილი ცომი ხელზე არ უნდა ეკვრებოდეს
 
 
დავაფაროთ ჩაის ტილო და დავდგათ თბილ ადგილას სანამ ამოვა 
 
 
ისპანახი მოვხარშოთ გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში , ხახვი მოვხრაკოთ და გაუკეთოთ ისპანახს ასევე მარილი და პილპილი გემოვნებით  ( მე 1 ცალი  მოხარშული კართოფილიც დავამატე  ცოტა თხელი მეჩვენა )
 
 
ცომი რომ ამაოვა მოვგუნდოთ გუნდებად
 
 
ხელით მივცეთ ასეთი ფორმა
 
 
შუაგულში ჩავდოთ ისპანახი
 
 
და მოუკრათ თავი
 
 
ისე როგორც ხაჭაპურს ვაკეთებთ
 
 
გავაბრტყელოთ ისევ ხელით
 
 
 
და გამოვაცხოთ გაზქურაში ან ტაფაზე
 
 
ერთი მხარე რომ გამოცხვება გადმოვაბრუნოთ და გამოვაცხოთ მეორე მხარესაც
 
 
 
 
 
გემრიელად მიირთვით!
 
 
 
 
 

ავტორი: likuna
ნანახია: 7228-ჯერ



Loading...

Loading...