მაღლა


ინგრედიენტები

  • 2 კგ. ფქვილი
  • 3თავი ხახვი
  • 2კონა ქინძი
  • 100გრ. ზეთი
  • 2-3 კგ. ჭინჭარი
  • მარილი და მწიწაკა გემოვნებით

მომზადების პროცესი

 
მოვზილოთ მაგარი ცომი,  გაუკეთოთ ცოტა მარილი
 

 
 
დანით დავჭერი მოზელილი ცომი და ცოტახანი გავაჩერე
 
 
შემდეგ ისევ დავზილე
 
 
გავაკეთე გუნდები 
 
 
და ისევ დავასვენე ცომი
 
 
ცოტა გავაბრტყელე ცომი და დავჭერი პატარა ჭიქით
 
 
 
ცომის საშლელით გავაბრტყელე მოჭრილი ცომი
 
 
ჭინჭარი გავარჩიე , გავრეცხე
 
 
და მოვხარშე
 
 
 
 
როცა მოიხარშა  (ხელი მოუჭიროთ ღეროებს და მივხვდებით მოხარშულია თუ არა)  გადავწუროთ  საწურზე
 
 
როცა გაცივდება დავკეპოთ დანით
 
 
 
წინასწარ დავჭრათ ხახვი და მწვანილები
 
 
ხახვი მოვხრაკოთ ზეთში
 
 
მოხრაკულ ხახვს დაუმატოთ ჭინჭარი
 
 
მწვანილები
 
 
მარილი და პილპილი გემოვნებით
 
 
გამზადებული გულსართი ჩავდოთ ცომში
 
 
და სურვილისამებრ მოუკრათ თავი ( მე ჭიამაიები გავაკეთე)
 
 
და კიდევ ნახევრად მთვარისებურადაც შევკარი
 
 
ადუჭებულ მარილიან წყალში ჩავყაროთ 
 
 
ხინკალი ზემოთ რომ ამოვა ვხარშოთ კიდევ 2-3 წუთი
 
 
გემრიელად მიირთვით!
 

ავტორი: rusiko
ნანახია: 12715-ჯერ



Loading...

Loading...