მაღლა
Aliexpress WW


ინგრედიენტები

  • 450 გრ. მსხლის მურაბის წვენი
  • 100 გრ. ნიგოზი
  • 100გრ. ზეთი
  • ნახევარი ლიმონი
  • 1 ცალი ვაშლი
  • 1 პ. გამაფხვიერებელი
  • 1პ. ვანილი
  • 5ს. კ. კაკაო
  • 30 გრ. მარგარინი
  • 1ჩ. კ. გრეიფურტის ცედრა
  • ილი, მიხაკ- დარიჩინი 
  • ცოტა მარილი
  • 50 გრ. შაქარი
  • 300გრ. ფქვილი
  • შავი ქლიავის ჯემი

მომზადების პროცესი

 
წინასწარ მოვამზადე რაც მჭირდებოდა ტორტისთვის.
 

 
თასში ჩავყარე გატარებული ნიგოზი, გახეხილი კეხურა ვაშლი, გრეიფურტის ცედრა, ილი, დარიჩინი,  მარილი, შაქარი, ვანილი და ნახევარი ლიმონი დავაწურე. 
 
 
დავასხი მურაბის წვენი ( მე პანტა მსხლის მურაბის წვენი გაუკეთე ) ,  ზეთი .
 
 
დავაყარე 2 ს.კ. კაკაო 
 
 
შემდეგ ფქვილი და ავთქვიფე მიქსერით. 
 
 
ცომი უნდა იყოს არაჟნის სისქის
 
 
ტორტის ფორმაში ჩავაფინე კალკის ქაღალდი წაუსვი ზეთი
 
 
 
ჩავასხი ცომი. 
 
 
ზემოდანაც ცოტა ნიგოზი მოვაყარე და შევდგი გაზქურაში გამოსაცხობად,  დაბალ გაზზე ვაცხვე დაახლოებით საათ ნახევარი
 
 
როცა გამოცხვება მოვაცალოთ ქარალდი 
 
 
გავჭრათ შუაზე ბისკვიტი 
 
 
წაუსვათ ნებისმიერი ჯემი (მე შავი ქლიავის ჯემი წაუსვი რომელიც ძალიან მოუხდა )
 
 
 
და დავადოთ მეორე ფენა.
 
 
 გავაკეთე მინანქარი -კაკაო , შაქარი,  წყალი და მარგარინი
 
 
 
მინანქარი მოვასხი ტორტს ზემოდან.
 
 
 
 
 
გემრიელად მიირთვით!
 
 

ავტორი: likuna
ნანახია: 30644-ჯერ



Loading...

Loading...