ინგრედიენტები
- ქამა სოკო / 400 / გრ
- კატოფილი / 350 / გრ
- სტაფილო / 150 / გრ
- ხახვი / 150 / გრ
- ბრინჯი / 1 ჭიქა /
- კამა / 20 / გრ
- ოხრახუში / 20 / გრ
- ქინძი / 10 / გრ
- ახალი ნიორი / 20 / გრ
- მარილი პილპილი / გემოვნებით /
ნაბიჯი №2
- ბრინჯი გავრეცხოთ, მოვათავსოთ ქვაბში, დავასხათ 2 ლ. წყალი და დავდგათ ცეცხლზე.
- დავამატოთ დაჭრილი კარტოფილი, მივიყვანოთ ადუღებამდე და ვხარშოთ 10 წუთი.
- სანამ იხარშება ბრინჯი და კარტოფილი, დაჭრილი ხახვი მოვშუშოთ ზეთში 2 წუთის განმავლობაში.
- 2 წუთის შემდეგ დავამატოთ დაჭრილი სტაფილო, დაჭრილი ახალი ნიორი და დაჭრილი ქამა-სოკო.
- დავაფაროთ თავსახური და ვშუშოთ 5 წუთი დაბალ ცეცხლზე.
- მოშუშული სოკო დავამატოთ ქვაბში სადაც იხარშება ბრინჯი და კარტოფილი მოვაყაროთ მარილი, შავი პილპილი 1 ც. დაფნის ფოთოლი, დავაფაროთ თავსახური და ვხარშოთ კიდევ 7-10 წუთი.
- ბოლოს დავამატოთ წვრილად დაჭრილი მწვანილი.
- გემრიელი ქამა-სოკოს სუპი მზადაა!
ავტორი:
aks75
ნანახია: 10894-ჯერ
Loading...