მაღლა
Aliexpress WW


ინგრედიენტები

  • 4 კონა ჭარხლის ფოთლები
  • 2 კონა ქინძი  და კამა
  • 2 კონა ახალი ხახვი
  • 2 ახალი ძირი ნიორი
  • 150 გრ. მარგარინი
  • მწიწაკა და მარილი გემოვნებით

მასალა ცომისთვის:

  • 1 კგ. ფქვილი
  • 1 ჩ.კ. დროჟი
  • 1 ჩ.კ. შაქარი
  • 1 ჩ.კ. მარილი
  • 3 ს.კ. ზეთი

მომზადების პროცესი

 
გაცერით ფქვილი საცერში, ჩაყარეთ დროჟი, შაქარი, მარილი, ზეთი და მოზილეთ თბილი წყლით რბილი ცომი. დააფარეთ ზემოდან ჩაის ტილო და დადგით თბილ ადგილას რომ ამოვიდეს ცომი.
 

 
ჭარხლის ფოთლები გარეცხეთ, თუ ძირები მაგარი აქვს მოაჭერით.
 
 
 
 
 
დაჭერით წვრილად.
 
 
 
 
 
 
ხახვი, მწვანილები და ნიორი დაჭერით წვრილად.
 
 
 
 
დაჭრილი მწვანილები დააყარეთ ჭარხლის ფოთლებს.
 
 
 
დაუმატეთ მარილი, წიწაკა. 
 
 
 
 
მარგარინი (მე დაჩა გაუკეთე)
 
 
 
2 მუჭა ფქვილი მოაყარეთ და ხელით აურიეთ.
 
 
 
აფუებული ცომი მოგუნდეთ.
 
 
 
 
დაახლოებით 4 ცალი გამოდის.
 
 
 
 
ცოტა გააბრტყელეთ ხელით და ჩადეთ ჭარხლის შიგთავსი.
 
 
 
 
მოუკარით თავი და ისევ გააბრტყელეთ ხელით.
 
 
 
 
გამოაცხვეთ ტაფაზე ან გაზქურაში. ერთი მზარე რომ დაიბრაწება დადავაბრუნოთ მეორე მხარეს.
 
 
 
 
 
გამომცხვარ  ცხელ ფხლიანას წაუსვით ზემოდან მარგარინი.
 
 
 
p.s. 
ეს რეცეპტი არის სამარხვო, თუ არა სამარხვი გნებავთ, მაშინ შიგთავსში დაუმატეთ გახეხილი ყველი, სმეტანა და მარგარინის მაგივრად კარაქი.
 
 
 
გემრიელად მიირთვით!
 
 

ავტორი: likuna
ნანახია: 11695-ჯერ



Loading...

Loading...