მაღლა
Aliexpress WW


ინგრედიენტები

  • 200 გრ. გარგრის მურაბა
  • 1 ჩ.კ. სოდა ძმრით
  • ვანილი
  • გრეიფრუტის ცედრა
  • 1 ს.კ. კაკაო
  • 4-5 ს.კ.ზეთი
  • 4-5 ს.კ. ფქვილი
  • 50 გრ. ნიგოზი და ნუში
  • ქოქოსის ფანტელები
  • მოხარშული კრემი (სამარხვო)

მომზადების პროცესი

 
თასში ჩავასხათ გარგრის მურაბა. 
 

 
დავამატოთ ზეთი, სოდა ძმრით, კაკაო, გრეიფრუტის ცედრა, ვანილი.
 
 
 
 
ათქვიფოთ (ბევრი თქვეფა არ ჭირდება).
 
 
 
შემდეგ ფქვილი ჩავაყაროთ.
 
 
 
 
წომი, სქელი არაჟნის სისქის უნდა იყოს.
 
 
 
 
ჟარუნზე დავაფინოთ კალკის ქაღალდი და წაუსვათ ცხიმი.
 
 
 
 
 დავასხათ ცომი. 
 
 
 
 
 დანით გავასწოროთ.
 
 
 
 
შევდგათ გაზქურაში გამოსაცხობად.
 
 
 
 
მე დენის საცხობში გამოვაცხე.
 
 
 
 
 
 
რომ გამოცხვება წაუსვათ   სამარხვო კრემი.
 
 
 
 
 
 
 
კაკალი და ნუში გავარჩიოთ.
 
 
 
 
 და დანით დავჭრათ წვრილად.
 
 
 
 
 ზემოდან მოვაყაროთ ნიგოზი, ნუში და ქოქოსის ფანთელები.
 
 
 
 
მე ქოქოსის ფანტელები თეთრი, წითელი და ცისფერი მოვაყარე.
 
 
 
 
 
გემრიელად მიირთვით!

ავტორი: likuna
ნანახია: 61979-ჯერ



Loading...

Loading...