მაღლა


როგორ შევარჩიოთ ელექტრო ღუმელი და პურის საცხობი?

როგორ შევარჩიოთ ელექტრო ღუმელი და პურის საცხობი?
 

ინგრედიენტები

  1. . / . /

მომზადების წესი

 

ბოლო პერიოდში ცხობა დიასახლისებს შორის ერთგვარად თრენდული გახდა და სულ უფრო და უფრო მეტი ჩვენი მომხმარებელი ინტერესდება, სად და როგორ შეიძლება შევიძინოთ ელექტრო ღუმელი საუკეთესო მონაცემებით და მაქსიმალურად იაფად შევიძინოთ, ისევე როგორც, სიჯანსაღის და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, პოპულარული ხდება პურის სახლში მომზადებაც და ამ კუთხით, პურის საცხობის შერჩევაც საინტერესოა.

დღეს შევეცდებით ამ კითხვებზე მაქსიმალურად ამომწურავი პასუხი გაგცეთ და ბაზრის მცირე მიმოხილვის, განსაკუთრებით ინტერნეტ მაღაზიების ასორტიმენტის გადათვალიერებისა და შესწავლის მეშვეობით, საუკეთესო გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმაროთ.

ელექტრო ღუმელი - ბრენდები და ფასები

ელექტრო ღუმელი, იგივე ქურა თითქმის ყველა სამზარეულოს ტექნიკის მწარმოებელი კომპანიის არჩევანში გვხვდება და ამ მხრივ როგორც საფასო, ისე ფუნქციური კუთხით მნიშვნელოვანი სხვაობებია.

დავიწყოთ მწარმოებლებით და მოკლედ მიმოვიხილოთ თითოეული მათგანი:

  • Panasonic - ცნობილი იაპონური ბრენდი, უდიდესი არჩევნით და პრემიუმ პროდუქციით. შედარებით ძვირადღირებული მოდელები, თუმცა 1, 2 და 3 წლიანი გარანტიით;
  • Nikai - ჩინური მწარმოებელი, დაბალ ფასიან სეგმენტზე გათვლილი საკმაოდ დიდი ასორტიმენტით, ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი პროდუქცია როგორც ელექტრო ქურების, ისე ზოგადად, საოჯახო ტექნიკის მიმართულებით;
  • Itimat - თურქული კომპანია, ძალიან პოპულარული მოდელებით, მცირე არჩევნით, თუმცა ყველაზე იაფი და ამ მხრივ საკმაოდ მოთხოვნადი. რაც შეეხება ხარისხს, საშუალო შეფასება 3.9/5-დან, რამდენიმე ინტერნეტ მაღაზიის მაგალითზე, ასე რომ წესით ნორმალურად შეიძლება ჩაითვალოს;
  • Saachi - კიდევ ერთი ჩინური ბრენდი, ნიკაის მსგავსი საფასო სეგმენტითა და პროდუქციით. საკმაოდ ორიგინალური მოდელებითა და მრავალფუნქციური ღუმელებით.

რაც შეეხება ფასებს, ელექტრო ღუმელების ღირებულება 145 ლარიდან იწყება (ზემოთხსენებული იტიმატის i10K, 1300 ვატიანი მოდელი) და 260 ლარს ცდება, განსხვავებით მიკროტალღური ღუმელებისგან, რომელთა ფასიც ხშირ შემთხვევაში 1500 ლარს აღემატება (მაგალითად პანასონიკის ზოგიერთი ულტრათანამედროვე ვარიანტი).

ყველა მათგანზე, როგორც წესი, მოქმედებს ონლაინ საბანკო განვადება და ადგილზე უფასო მიტანის სერვისი. ინტერნეტ მაღაზიების უმეტესობაში შესაძლებელია მათი სრული მახასიათებლების გაცნობა და ვიდეო მიმოხილვების ნახვაც კი.

პურის საცხობი - გამოყენება და ბაზრის მიმოხილვა

შეგვიძლია ვთქვათ, რომ ზემოთ განხილული ინტერნეტ მაღაზია isurve.ge-ს მაგალითზე პურის საცხობი ბოლო წლების გაყიდვების ერთ-ერთი ჰიტია და მასზე არსებული განსაკუთრებული მოთხოვნა მრავალმხრივი ფუნქციონალითა და ჯანრმთელი პურის მომზადების შესაძლებლობითაა განპირობებული.

თანამედროვე მინი პურის საცხობების უმეტესობა რამდენიმე მნიშვნელოვანი ფუნქციით გამოირჩევა, მათ შორის:

  • ცომის მომზადებისა და პურის ცხობის 10-ზე მეტი რეჟიმით;
  • პურის ქერქის დაბრაწვის სხვადასხვა რეჟიმით, ღია, საშუალო და მუქი ფერის მიხედვით;
  • პურის სასურველი ზომის შერჩევის შესაძლებლობით;
  • "მიწვისგან" დაცვის ფუნქცია;
  • საფუარის რაოდენობის კონტროლი;
  • გამოიყენება დიეტური, ფრანგული, გლუტენის გარეშე, ფქვილით და ქიშმიშით და სხვა ტიპის პურის საცხობად.

რაც შეეხება ბრენდებს, აქ თითქმის იგივე არჩევანია, რაც საცხობი ღუმელის შემთხვევაში, იმ განსხვავებით, რომ მნიშვნელოვანი პოზიციები უჭირავს Kenwood-საც და საკმაოდ დიდი პოპულარობითაც გამოირჩევა და Philips-ს, რომელიც ლიდერია ამ კუთხით და ინოვაციურ, მაღალტექნოლოგიურ და ძალიან გამძლე მოდელებს სთავაზობს მომხმარებელს.

პურის საცხობის ფასი ყველაზე მარტივი მოდელის შემთხვევაში (12 პროგრამითა და სითბოს შენარჩუნების 1 საათიანი რეჟიმით) 239 ლარია, ხოლო ყველაზე სრულყოფილის - 720, ანალოგიურად საბანკო განვადებით ყიდვის შესაძლებლობასა და უფასო საკურიერო სერვისთან ერთად.

საიტი: https://isurve.ge/


ავტორი: aks75
ნანახია: 172-ჯერ


Loading...

Loading...