მაღლა


ინგრედიენტები

  • კანელონი (დიდი მაკარონი 3-4 სმ დიამეტრი) - 8 ცალი.
  • ყაბაყი 300 - 400 გრ.
  • ყველი 200 გრ.
  • პამიდორი (ან ტომატის პასტა) - 300 გრ.
  • კვერცხი 1 ც.
  • ზეითუნის ზეთი 2 - 3 ს.კ
  • მარილი, პილპილი გემოვნებით.

მომზადების პროცესი


ყაბაყი გარეცხეთ, გახეხეთ სახეხზე, დაამატეთ მარილი და ზეითუნის ზეთი. შეწვით 5 წუთის განმავლობაში ტაფაზე.



ყველი გახეხეთ.



გახეხილი ყველის ნახევარი შეურიეთ ცხელ ყაბაყს და დაამატეთ შავი პილპილი.




ყველის შიგთავსი ჩადეთ კანელონში. პამიდვრის პასტას შეურიეთ კვერცხი და დარჩენილი ყველი.



ცეცხლგამძლე ყალიბს წაუსვით ზეთი და ჩაასხით ტომატის სოუსის 1/3 (ერთი მესამედი). ზემოდან ჩაალაგეთ კანელონი.

 

და დაასხით დარჩენილი ტომატის სოუსი.



 

ჩადეთ გაზქურაში და აცხეთ 200 გრადუსზე 30 წუთის განმავლობაში.

გემრიელად მიირთვით.


ავტორი: diana
ნანახია: 9498-ჯერ



Loading...

Loading...