მაღლა


ინგრედიენტები

  1. ქათმის ღვიძლი / 600 / გრ
  2. კვერცხი / 3 / ცალი
  3. რძე / 250 / მლ
  4. ფქვილი / 200 / გრ
  5. ზეთი / 50-100 / გრ
  6. ხახვი / 2-3 / თავი
  7. სტაფილო / 2-3 / ცალი
  8. მაიონეზი / 250 / გრ
  9. კამა / 10 / გრ
  10. ოხრახუში / 10 / გრ

მომზადების წესი

ღვიძლი გავრეცხოთ, გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში ან დავაბლენდეროთ. დავუმატოთ რძე, კვერცხი, ფქვილი, ზეთი და მარილი. კარგად ავურიოთ. მიღებული ცომით გამოვაცხოთ ბლინები ცხიმწასმულ თაფაზე ორივე მხრიდან. სტაფილო გავხეხოთ, ხახვი დავჭრათ ნახევარ რგოლებად. მოვაყაროთ მარილი და შევწვათ 5-7 წუთის განმავლობაში. თითოეულ ბლინზე წავუსვათ ფენა ფენა მაიონეზი და შემწვარი ხახვი და სტაფილო. ბოლო ფენაზე წავუსვათ მაიონეზი და მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი მწვანილი.

ნაბიჯი №1
გემრიელი ღვიძლის ტორტი მზადაა! გემრიელად მიირთვით.

ავტორი: magdalina
ნანახია: 6285-ჯერ


Loading...

Loading...