მაღლა


ინგრედიენტები

  1. ქათმის ღვიძლი / 800 / გრ
  2. ხახვი / 2 / თავი
  3. ბულგარული / 1 / ცალი
  4. პომიდორი / 2 / ცალი
  5. სტაფილო / 1 / ცალი
  6. ოხრახუში, ქინძი / 50 / გრ
  7. შავი პილპილი, მარილი / გემოვნებით /


ნაბიჯი №1
საჭირო მასალა

ნაბიჯი №2
დაჭრილი ხახვი შევწვათ ზეთში დაბალ ცეცხლზე.

ნაბიჯი №3

2 წუთის შემდეგ დავუმატოთ დაჭრილი სტაფილო,


ნაბიჯი №4
დაჭრილი ბულგარული და ვშუშოთ 3-4 წუთი დაბალ ცეცხლზე.

ნაბიჯი №5

შემდეგ დავამატოთ გარეცხილი და დაჭრილი ღვიძლი. დავახუროთ თავსახური და ვშუშოთ 10 წუთი.


ნაბიჯი №6
10 წუთის შემდეგ დავამატოთ კანგაცლილი და კუბებად დაჭრილი პომიდორი. ვშუშოთ მზადყოფნამდე.

ნაბიჯი №7

ბოლოს დავამატოთ წვრილად დაჭრილი მწვანილი, მოვაყაროთ მარილი და შავი პილპილი.


ნაბიჯი №8
გემრიელად მიირთვით.

ავტორი: aks75
ნანახია: 1100-ჯერ


Loading...

Loading...