მაღლა


ინგრედიენტები

  • 7 კვერცხი
  • 1,5 ჩ. ჭ. წყალი
  • 100 გრ. კარაქი
  • 1,5 ჩ. ჭ. ფქვილი

ვიდეო


მომზადების პროცესი

შუს მომზადება:

 
ადუღებულ წყალში ჩავაგდოთ 100გრ. კარაქი და ავურიოთ.
 
 
 
 
ჩავყაროთ ფქვილი და ცეცხლზე ვზილოთ სანამ ცომი ჭურჭლის კედლებს არ მოსცილდება და დაგორგოლდება.
 
 
 
 
 
 
გადმოვდგათ გაზიდან , შევაგრილოთ, ჩავახალოთ  სათითაოდ 7 კვერცხი და მიქსერით ურიოთ.
 
 
 
 
 
 
მიღებული მასა ჩავდოთ კულინარულ კრემის შპრიცში და გავანაწილოთ ჟარუნზე პატარა ბურთებად და გამოვაცხოთ. (თუ შპრიცი არ გაქვთ  1 ს.კ. დავსვათ ).
 
 
 
 
 
 
გამომცხვარი შუები ჩავჭრათ გვერდიდან ცოტა და შპრიცით ჩავდოთ კრემი.
 
კრემის მომზადების წესს ნახავათ ამ ბმულზე:
 
 
 
გემრიელად მიირთვით!
 

ავტორი: qetino
ნანახია: 111643-ჯერ



Loading...

Loading...