მაღლა


ინგრედიენტები

  1. ყველი მასკაპონე / 500 / გრ
  2. კვერცხი / 4 / ცალი
  3. შაქრის პუდრა / 200 / გრ
  4. კონიაკი / 50 / მლ
  5. ყავა / 6 / ჩაის კოვზი
  6. სავოიარდის ორცხობილა / 1 / 10
  7. კაკაო / 100 / გრ


ნაბიჯი №1
4 კვერცხის გული ავთქიფოთ 100 გრ. შაქრის ფუდრასთან.

ნაბიჯი №2
მომზადებულ გოგლი-მოგლი-ში დავამატოთ მასკაპონე და ავთქიფოთ მიქსერით.

ნაბიჯი №3
4 კვერცხის ცილა ავთქიფოთ და ნელ-ნელა, კოვზით შეურიოთ კრემს.

ნაბიჯი №4
მოვამზადოთ სიროპი: ყავა გავხსნათ ადუღებულ წყალში, დავამატოთ კონიაკი და შევაგრილოთ.

ნაბიჯი №5
ყალიბში ჩავდოთ კრემის ნაწილი, გავასწოროთ კოვზით და დავალაგოთ პირველი ფენა სავოიარდის ორცხობილა (ორცხობილა წინასწარ \"ვაბანაოთ\" ყავის სიროპში)

ნაბიჯი №6
პირველ ფენაზე წაუსვათ კრემი და ისევ დავალაგოთ ორცხობილა. ორცხობილაზე წაუსვათ დარჩენილი კრემი და მოვაყაროთ კაკაო. მზა ტირამისუ შევდგად მაცივარში 4-5 საათით. გემრიელად მიირთვით!

ავტორი: diana
ნანახია: 13193-ჯერ


Loading...

Loading...