მაღლა


ინგრედიენტები

  1. ინგრიდიენტი ცომისათვის: / /
  2. ფქვილი / 750 / გრ
  3. მაწონი / 300 / მლ
  4. კარაქი / 200 / გრ
  5. სოდა / 0.5 / ჩაის კოვზი
  6. მარილი / მწიკვი /
  7. კვერცხი / წასასმელად /
  8. ინგრიდიენტი ხორიზისთვის: / /
  9. კარაქი / 150 / გრ
  10. შაქარი / 200 (1 ჭიქა) / გრ
  11. ფქვილი / 125 (1 ჭიქა) / გრ


ნაბიჯი №1
საჭირო ინგრიდიენტები. სომხური ქადის რეცეპტი.

ნაბიჯი №2

გაცრილი ფქვილი და დარბილებული კარაქი ავზილოთ ერთმანეთში. შემდეგ მაწონში ჩავყაროთ სოდა, მოურიოთ, დავამატოთ ფქვილში და მოვზილოთ ცომი. შევფუთოთ ცელოფანში და შევდგათ მაცივარში ქვედა თაროზე 30 წუთით.


ნაბიჯი №3

სანამ ცომი ისვენებს, მოვამზადოთ შიგთავსი (ხორიზი): რბილი კარაქი ავსრისოთ შაქართან ერთად. ნელ-ნელა დავამატოთ ფქვილი. ვანილი და კარგად მოურიოთ.


ნაბიჯი №4
მიღებული სომხური ქადის გულსართი გავყოთ 3 ნაწილად.

ნაბიჯი №5

გადმოვიღოთ მაცივრიდან ცომი და გავყოთ 3 ნაწილად. თითოეული ნაწილი გავაბრთყელოთ და მივცეთ მარტკუთხედის ფორმა. ზემოდან მოვაყაროთ ხორიზი და გადავახვიოთ რულეტივით. სპეციალური ცომის საჭრელი დანით თიტოეული რულეტი დავჭრათ ნაჭრებად, წაუსვათ ათქვეფილი კვერცხი და გადავიტანოთ ქაღალდჩაფენილ გამოსაცხობ ფირფიტაზე.


ნაბიჯი №6

გამოვაცხოთ გაზქურაში 10 წუთის განმავლობაში ვაცხოთ 200°C შემდეგ დაუწიოთ 180°C და ვაცხოთ კიდევ 30 წუთი.

რეცეპტის ვიდეო ვერსია იხილეთ ამ ბმულზე


ავტორი: aks75
ნანახია: 49618-ჯერ


Loading...

Loading...