მაღლა


ინგრედიენტები

  1. თხელი თაფლი / 1/3 ჭიქა /
  2. დარიჩინი / 1 / ჩაის კოვზი
  3. მიხაკი / 1 / ჩაის კოვზი
  4. კაკაო / 1 / ჩაის კოვზი
  5. მარილი / 1 / ჩაის კოვზი
  6. გახეხილი კოჭა / მწიკვი /
  7. კარაქი / 120 / გრ
  8. შაქარი / 1 ჭიქა /
  9. კვერცხი / 2 / ცალი
  10. სოდა / 1 / ჩაის კოვზი
  11. ფქვილი / 3 ჭიქა /
  12. მინანქარისთვის: / /
  13. კვერცხის გული / 1 / ცალი
  14. შაქრის პუდრა / 150 / გრ
  15. ლიმნის წვენი / 10 / მლ
  16. კარტოფილის კრახმალი / 1 / ჩაის კოვზი
  17. საკვები საღებავი / /

მომზადების წესი

1) თაფლი, დარიჩიბი, მიხაკი, კაკაო, მარილი და კოჭა მოვათავსოთ ჯამში, დავდგათ ცეცხლზე და მორევით მივიყვანოთ ადუღებამდე. როგორც კი ადუღდება გადმოვდგათ ცეცხლიდან დავამატოთ კარაქი და ავურიოთ. მიღებული მასა გავაციოთ.

2) კვერცხი ავთქვიფოთ შაქართან ერთად, შევათქვიფოთ თაფლიანი მასა. დავამატოთ სოდა და გაცრილი ფქვილი. მოვზილოთ ცომი. ცომი შევდოთ მაცივარში 24 საათით.

3) შემდეგ ცომი გავაბრტყელოთ 3-5 სმ სისქეზე და სპეციალური ფორმებით ან დანით ამოვჭრათ პრიანიკები.

4) გამოვაცხოთ გაზქურში 7-10 წუთი 180 °C მზა პრიანიკები გავაციოთ და მოვრთოთ მინანქრით.

5) მინანქარის მომზადება: შაქრის პუდრა გავცრათ. კვერცხის ცილა ავთქვიფოთ და ნელ-ნელა დავამატოთ შაქრის პუდრა, ლიმნის წვენი და კრახმალი.


ავტორი: magdalina
ნანახია: 6777-ჯერ


Loading...

Loading...