ინგრედიენტები
- მასალა ცომისთვის / . /
- ფქვილი / 1 / კგ
- მარგარინი / 2 შეფუთვა /
- გამაფხვიერებელი / 20 / გრ
- მაწონი / 1 ქილა (0,5 ლ.) / მლ
- მარილი / ნახევარი / ჩაის კოვზი
- მასალა შიგთავსისთვის: / . /
- ფქვილი / 500 / გრ
- შაქარი / 500 / გრ
- მარგარინი / 1 შეფუთვა /
- ვანილი / 2 გრ /
ვიდეო
მომზადების წესი
მოვამზადოთ სომხური ქადის ცომი:
- ჯამში ჩავყაროთ ფქვილი.
- დავამატოთ გამაფხვიერებელი და მარილი.
- დავახეხოთ 2 შეფუთვა მარგარინი და ავურიოთ.
- დავამატოთ მაწონი და მოვზილოთ მაგარი ცომი.
- მიღებული ცომი გავყოთ 2 თანაბარ ნაწილად.
- თითოეული ნაწილი შევფუთოთ ცელოფანში და ჩავდოთ მაცივარში 2 საათით.
მოვამზადოთ სომხური ქადის შიგთავსი:
- 500 გრ. ფქვილი 500 გრ შაქარი და 1 გახეხილი მარგარინი ავზილოთ ერთმანეთში.
- დავამატოთ ვანილი და ისევ ავზილოთ.
- ცომი გავაბრთყელოთ.
- ზემოდან დავდოთ შიგთავსი და დავახვიოთ რულეტივით.
- სომხური ქადა გავყოთ პატარა ნაწილებად. ზემოდან წავუსვათ კვერცხი გული.
- გამოვაცხოთ გაზქურაში.
ავტორი:
aks75
ნანახია: 15377-ჯერ
Loading...