მაღლა
Aliexpress WW


ინგრედიენტები

  1. შოკოლადი / 180 / გრ
  2. კარაქი / 100 / გრ
  3. შაქარი / 100 / გრ
  4. კვერცხი / 2 / ცალი
  5. ვანილი / 1 შეფუთვა /
  6. კაკაო / 2 / სუფრის კოვზი
  7. ფქვილი / 200 / გრ
  8. გამაფქვიერებელი / 1/2 / ჩაის კოვზი

ვიდეო



მომზადების წესი

  • კარაქი და შოკოლადი დავადნოთ ორთქლის აბაზანოზე.
  • ცალკე ავთქვიფოთ კვერცხი და შაქარი.
  • ათქვეფილი კვერცხი და გამდნარი შოკოლადი ავურიოთ ერთმანეთში.
  • დავამატოთ ვანილი, გამაფქვიერებელი და ფქვილი.
  • ისევ ავურიოთ.
  • მიღებული შოკოლადის ცომი ჩავდოთ მაცივარში 1 საათით.
  • 1 საათის შემდეგ ცომისგან გავაკეთოთ 3-4 სმ. დიამეტრის ბურთულები.
  • შოკოლადის ბურთულები ამოვავლოთ შაქრის პუდრაში და დავალაგოთ გამოსაცხობ ფირფიტაზე.
  • გამოვაცხოთ გაზქურაში 160°C 10-15 წუთი

ავტორი: aks75
ნანახია: 184-ჯერ


Loading...

Loading...