მაღლა


ინგრედიენტები

  • 250 გრ. ორცხობილა.
  • 2 ს.კ. შაქრის პუდრა.
  • 150 გრ. გამდნარი კარაქი.
  • 900 გრ. ხაჭო.
  • 35 გრ. ჟელატინი.
  • 200 გრ. რბილი კარაქი.
  • 1 ს.კ ვანილი.
  • 300 გრ. შაქარი.
  • 300 გრ. არაჟანი.
  • ჟოლოს მურაბა (ან ნებისმიერი სხვა კენკრის მურაბა) - 300-400 გრ

მომზადების პროცესი

ორცხობილა გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში ან დავაბლენდეროთ.



დავუმატოთ 2 ს/კ შაქრის პუდრა.


დავასხათ 150 გ. გამდნარი კარაქი.


ავურიოთ ყველა ინგრედიენტი.



ორცხობილა ჩავდოთ ყალიბში, გავასწოროთ კოვზით და შევდგათ დროებით მაციცარში. (ყალიბი უნდა იყოს 28 სმ. დიამეტრის)


ხაჭო გავატაროთ საცერში.


ბლენდერით ავთქიფოთ 200 გრამი რბილი კარაქი.


ნელ ნელა დავამატოთ შაქარი. შეუჩერებლივ ვურიოთ.


დავამატოთ ვანილი,

საცერში გატარებული ხაჭო



და 300 გრ. არაჟანი.




შევურიოთ შეგრილებული ჟელატინი.


ათქვეფილი მასა დავასხათ ყალიბში.

და შევდგათ მაცივარში რამოდენიმე საათით.

 


შეგრილებულ ჟელატინზე დავამატოთ მურაბა და ავურიოთ.


მოვასხათ ტორტს და ისევ შევდგათ მაცივარში 2-3 საათით.

ხაჭოს ტორტი მზადაა.





 

გემრიელად მიირთვით!


ავტორი: likuna
ნანახია: 22307-ჯერ



Loading...

Loading...