მაღლა


ინგრედიენტები

  1. ფქვილი / 500 / გრ
  2. შაქარი / 200 / გრ
  3. კარაქი / 100 / გრ
  4. თაფლი / 2 / სუფრის კოვზი
  5. კვერცხი / 2 / ცალი
  6. სოდა / 1 / ჩაის კოვზი
  7. მასალა კრემისთვის / /
  8. არაჟანი (30%) / 500 / გრ
  9. შაქრის პუდრა / 250 / გრ

ვიდეო



მომზადების წესი

კარაქი, შაქარი და თაფლი გავადნოთ ორთქლზე. ვურიოთ 5 წუთი, შემდეგ დავამატოთ სოდა ისევ მოურიოთ. მასა ოდნავ გათეთრდება და გახდება ჰაეროვანი. მიღებული მასა გადმოვდგათ ორთქლიდან და თითო-თითო შეურიოთ კვერცხი. სწრაფად მოურიოთ და ცოტ-ცოტა დავამატოთ გაცრილი ფქვილი. მოვზილოთ ცომი. მზა ცომი ჩავდოთ ცელოფანში და შევდგათ მაცივარში 30 წუთით. 30 წუთის შემდეგ ცომი გავყოთ 8 გუნდებად. თითო გუნდა გავაბრთყელოთ რაც შეიძლება თხლად. ცომი გავაბტყელოთ საცხობი ყალიბის ფორმის მიხედვით, ანუ თუ წრიულია, მრგვალი ფრომა მივცეთ ცომს, თუ მართკუთხაა – მაშინ შესაბამისად გავაბრტყელოთ. ფირფიტები გამოვაცხოთ გაზქურაში 180°C 4-5 წუთი.


ნაბიჯი №1

მოვამზადოთ არაჟნის კრემი არაჟნის კრემის მომზადების წესი იხილეთ ამ ბმულზ. გამომცხვარ ფირფიტას თანაბრად წაუსვათ კრემი, დავადოთ მეორე ფირფიტა და ზემოდან ისევ კრემი წაუსვათ. ბოლო, მეშვიდე ფირფიტაზე წაუსვათ კრემი და ზემოდან მოვაყაროთ დაფშვნილი მერვე ფირპიტა.

მედოკის რეცეპტი: ვიდეო!


ავტორი: aks75
ნანახია: 31909-ჯერ


Loading...

Loading...