მაღლა


ინგრედიენტები

  • ღორის გულ-ღვიძლი
  • ხახვი 5-6 თავი
  • დაფნის ფოთოლი 2 ცალი
  • წითელი და შავი წიწაკა
  • მარილი მწვანილი ოხრახუში,
  • ქინძი ხმელი სუნელი

მომზადების პროცესი

გულ ღვიძლი დავჭრათ და გავრეცხოთ. ჩავალაგოთ ტაფაში.




დავამატოთ დაფნის ფოთოლი და წითელი წიწაკა. დავაფაროთ თავსახური და ვთუშოთ დაბალ ცეცხლზე.



 

რომ ჩაითუთქება დავამატოთ დაჭრილი ხახვი, დავაფაროთ თავსახური და ისიც მოვთუთქოთ.




მოთუშვის დროს თუ წყალი ჩაიშრება დაამატეთ ადუღებული წყალი, რომ კერძი არ გამოვიდეს მშრალი.

ბოლოს დავამატოთ მარილი, შავი პილპილი ხმელი სუნელები და მოვაყაროთ დაჭრილი მწვანილი.






ავტორი: likuna
ნანახია: 31582-ჯერ



Loading...

Loading...