მაღლა


ინგრედიენტები

  • ღორის თავი 1 ც ( 5 -6 კგ.)
  • აჯიკა, ნიორი, მარილი, შავი პილპილი მდოგვი.

მომზადების პროცესი




ღორის თავი გავასუფთავოთ. მოვაჭრათ ყურები.  

გავატყავოთ. 

 

თავის ქალას ამოვაჭრათ დარჩენილი ხორცის ნაჭრეები და ამოვიღოთ ენა. ენა მოვხარშოთ. 

თავის ფილეს დავაყაროთ მარილი, წაუსვათ გაჭყლეტილი ნიორი, შავი პილპილი, აჯიკა და მდოგვი.

 

შუაში ჩავდოთ მოხარშული ენა და თვალის ადგილები შევავსოთ ხორცის ნაჭრეებად. ასევე გავანაწილოთ დარჩენილი თავის ქალიდან ამოჭრილი ხორცის ნაჭრეები. 

 

 გადავახვიოთ და შევკრათ სამზარეულოს ძაფით 

 ზემოდან წაუსვათ აჯიკა და მაიონეზი.

 შევდგათ გაზქურაში. ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 150 გრადუსს. შევწვათ დაახლოებით 2.5 - 3  საათი.

გემრიელად მიირთვით.


ავტორი: gogita
ნანახია: 10601-ჯერ



Loading...

Loading...