მაღლა


ინგრედიენტები

  1. წყალი / 0,5 / ლ
  2. კვერცხი / 3 / ცალი
  3. შაქარი / 1 / სუფრის კოვზი
  4. მარილი / მწიკვი /
  5. გამაფქვიერებელი / 1 / ჩაის კოვზი
  6. ფქვილი / 250 / გრ
  7. ზეთი / 3 / სუფრის კოვზი
  8. მასალა ფარშისთვის: / /
  9. საქონლის ხორცი: / 300 / გრ
  10. მოხარშული ბრინჯი / 50 / გრ
  11. ხახვი / 1-2 / თავი


ნაბიჯი №1
საჭირო მასალა ბლინებისთვის:

ნაბიჯი №2
მარილი, შაქარი და კვერცხი მოვათავსოთ ჯამში.

ნაბიჯი №3
ავთქიფოთ მიქსერით.

ნაბიჯი №4
დავასხათ 1/3 წყალი.

ნაბიჯი №5
ფქვილი მოვათავსოთ საცერში, დავაყაროთ გამაფქვიერებელი,

ნაბიჯი №6
და შევურიოთ ათქვეფილ კვერცხს.

ნაბიჯი №7
კარგად, რომ აითქვიფება დავასხათ დარჩენილი წყალი და ისევ ავთქვიფოთ.

ნაბიჯი №8
ბოლოს დავამატოთ ზეთი.

ნაბიჯი №9

მიღებული ცომი ჩამჩით დავასხათ ცხიმწასმულ თაფაზე


ნაბიჯი №10

და შევწვათ საშუალო ცეცხლზე დაახლოებით 30-40 წამი. 1 მხარე.


ნაბიჯი №11

ნაბიჯი №12

მოვამზადოთ ფარში: ხორცი მოვათავსოთ მდუღარე, მარილიან წყალში და მოვხარშოთ. მოხარშული ხორცი გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში. ხახვი დავჭრათ და შევწვათ ზეთში, ბრინჯი მოვხარშოთ. შემწვარი ხახვი და მოხარშული ბრინჯი შევურიოთ ფარშს.


ნაბიჯი №13
მოვაყაროთ შავი პილპილი და სუნელები გემოვნებით.

ნაბიჯი №14
თითოეულ ბლინზე, გამომცხვარ მხარეს, მოვაყაროთ ცოტა ფარში და გადავახვიოთ.

ნაბიჯი №15

ნაბიჯი №16

ნაბიჯი №17

ნაბიჯი №18

ნაბიჯი №19
გადახვეული ბლიბები ხორცით შევწვათ ზეთში ორივე მხარეს.

ავტორი: aks75
ნანახია: 22574-ჯერ


Loading...

Loading...